пятница, 22 января 2016 г.

ინფორმაცია AC/DC-ზე

AC/DC-ს გამოსვლა 2009 წლის 31 აგვისტოს ტაკომაში: (მარცხნიდან) ბრაიან ჯონსონიმალკოლმ იანგიფილ რადიანგუს იანგი და კლიფ უილიამსი
ბიოგრაფია
წარმოშობასიდნეიავსტრალია
ჟანრ(ებ)იმძიმე როკიბლუზ-როკი,როკ-ენ-როლი
აქტიური1973–დღემდე
ლეიბლ(ებ)იAlbertEMIColumbiaEpic,AtlanticAtcoElektraEast West
ასოციაციებიGeordieThe Easybeats,FraternityThe Valentines,Marcus Hook Roll Band,Rhino Bucket
წევრებიბრაიან ჯონსონი
ანგუს იანგი
კლიფ უილიამსი
ფილ რადი
სტივი იანგი
ყოფილი წევრებიმალკოლმ იანგი
ბონ სკოტი
საიმონ რაიტი
კრის სლეიდი
მარკ ევანსი
დეივ ევანსი

AC/DC

AC/DC
AC/DC (ინგლ. შემოკლება alternating current/direct current — ცვლადი დენი/მუდმივი დენი) — ავსტრალიური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1973 წელს ძმების, მალკოლმ და ანგუს იანგების მიერ, რომლებიც რჩებოდნენ ჯგუფის მუდმივ წევრებად 2014 წელს მალკოლმის წასვლამდე. ჯგუფს, როგორც წესი, მძიმე ან ბლუზ-როკ კოლექტივს უწოდებენ , მაგრამ ისინი აგრეთვე ითვლებიან მძიმე მეტალის პიონერებად და ხოლმე მითითებულები არიან ამ ჟანრის წამრომადგენლებშიც. თუმცა, თავად ისინი საკუთარ მუსიკას ყოველთვის როკ-ენ-როლს უწოდებდნენ. დღეისთვის AC/DC მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი როკ-ჯგუფია.
პირველი ალბომის High Voltage, 1975 წლის 17 თებერვალს გამოცემამდე ჯგუფის შემადგენლობა რამდენიმეჯერ შეიცვალა. წევრობა სტაბილური იყო, თუმცა 1977 წელს, ალბომის Powerage ჩაწერისას მარკ ევანსს ჩაენაცვლა კლიფ უილიამსი. ალბომHighway to Hell-ის ჩაწერიდან რამდენიმე თვეში, 1980 წლის 19 თებერვალს, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების გამო დაიღუპა წამყვანი ვოკალისტი და სიმღერების თანაავტორი ბონ სკოტი. ჯგუფი დაშლას აპირებდა, მაგრამ სკოტის მშობლების მხარდაჭერით, განაგრძო არსებობდა და ეძებდა ახალ ვოკალისტს. ჯგუფ Geordie-ს ყოფილი ვოკალისტი ბრაიან ჯონსიAC/DC-ის შეუერთდა. იმავე წლის ბოლოს გამოვიდა ახალი სტუდიური ალბომი Back in Black, მიძღვნა სკოტისადმი. მან ჯგუფი წარმატების ახალ მწვერვალზე აიყვანა და იქცა მის ყველაზე დროის ბესტსელერად, გაიყიდა რა გამოცემის პირველი კვირის ერთ დღეს 10.000 ასლის სახით.